ჩვენი ფორუმი: სამეფო დინასტიები (ბაგრატიონები) - ჩვენი ფორუმი

Jump to content

გვერდი 1-დან 1

სამეფო დინასტიები (ბაგრატიონები)

#1 მომხმარებელი გასულია   sezani ხატულა

  • საპატიო წევრი
  • პიპპიპპიპ
  • View blog
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3129
  • შემოგვიერთდა: 30-August 10

დაწერილია 03 March 2011 - 06:06 PM Share

დადებული სურათი
სამეფო დინასტიები (ბაგრატიონები)

ბაგრატიონები – საქართველოს სამეფო დინასტია 809-1810 წლებში. ბაგრატიონები წარმოშობით სამხრეთ საქართველოს, კონკრეტულად კი ისპირის
( ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე )
პროვინციიდან იყვნენ.
სავარაუდოდ ისინი სათავეს იღებენ ბივრიტიანთა
ფეოდალური საგვარეულოდან.
დადებული სურათი
ბაგრატიონთა საგვარეულოს პირველი წარმომადგენელი იყო ქართლის პირველი ერისმთავარი 575-590 წლებში გუარამ I კურაპალატი. გვარი წარმოშობილი უნდა იყოს გუარამის მამის, ბივრიტიანთა სამთავრო სახლის წარმომადგენლის – ბაგრატისაგან. გუარამის ბაბუა (დედის მხრიდან) იყო მეფე ვახტანგ გორგასალი. ვინაიდან, გუარამი იყო ქართლის პირველი ერისმთავარი (რაც, რეალურად, ტოლფასი იყო ქართლის მეფობისა), ბაგრატიონთა დინასტიის ისტორიის საწყის თარიღად შეიძლება ჩაითვალოს 575 წელი (ნაცვლად 809 წლისა, როგორც მიუთითებს ქართველ ისტორიკოსთა ნაწილი). გუარამის გარდა ქართლის ერისმთავრებიდან ბაგრატიონთა საგვარეულოს ეკუთვნოდნენ სტეფანოზ I (590-605) და აშოტ I კურაპალატი (786-809).

სტეფანოზ I-იდან აშოტამდე ბაგრატიონები განაგებდნენ კლარჯეთის საერისთავოს. კერძოდ, კლარჯეთის ერისთავები იყვნენ: გუარამ II (619-678), ვარაზბაკური (678-705), ნერსე (705-742) და ადარნასე (742-780).

ერთიანი საქართველოს შექმნის თარიღად ითვლება 978 წელი, როდესაც ქართველთა სამეფოს ტახთის თანამპყრობელმა ბაგრატ III-მ (978-1014), რომლის დედა აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფის ასული იყო, მიიღო აფხაზეთის მეფობა. ბაგრატის შემდეგ გაერთიანებულ ქართულ სამეფოს განაგებდნენ:
გიორგი I (1014-1027)
ბაგრატ IV (1027-1072)
გიორგი II (1072-1089)
დავით IV აღმაშენებელი (1089-1125)
დემეტრე I (1125-1155)
დავით V (1155-1156)
გიორგი III (1156-1184)
თამარი (1184-1213)
გიორგი IV ლაშა (1213-1223)
რუსუდანი (1223-1245)
დავით VI ნარინი (1245-1293)
დავით VII ულუ (1247-1270)
დემეტრე II თავდადებული (1271-1289)
ვახტანგ II (1289-1293)
დავით VIII (1293-1299;1300-1308)
გიორგი VI (1308-1313)
გიორგი V ბრწყინვალე (1299, 1314-1346)
დავით IX (1346-1360)
ბაგრატ V (1360-1393)
გიორგი VII (1393-1407)
კონსტანტინე I (1407-1411)
ალექსანდრე I დიდი (1411-1442)
ვახტანგ IV (1442-1446)
გიორგი VIII (1446-1466).

ერთიანი საქართველოს დაშლა

1466 წელს ერთიანი საქართველო ფაქტობრივად დაიშალა, თუმცა ოფიციალური დადგენილება მიიღეს 1490 წელს, როდესაც კონსტანტინე მეორემ თბილისში დარბაზი მოიწვია და რჩევა ჰკითხა. ვახუშტი ბატონიშვილი გვაუწყებს, რომ მეფეს ასეთი რჩევა მისცეს: ,,ვინაითგან მტკიცედ დგანან ერთგულებასა ზედა თვისთა რჩეულთა მეფეთა იმერნი და კახნი და კუალად ათაბაგისა სამცხელნი, ამისთვის არა განვიზრათავთ ბრძოლასა, რამეთუ თუმცა მრე ვექმნეთ ერთსა, არღარა მოგბცემს მეორე ნებასამ არამედ ვეცადოთ ჟამი, უკეთუ უალად აგოს ღმერთმან მეფობასალე შენსა”. ამის შემდეგ მეფე და ათაბაგი (ყვარყვარე ჯაყელი) დაზავდნენ და საკთარი სამფლობელოების საზღვრები დაადგინეს. საქართველოს დაშლა ოფიციალურად გამოფორმდა. იმ დროს, როცა საქართველოს უდიდესი საგარეო საფრთხე დაემუქრა, ქვეყანა დაქუცმაცებული აღმოჩნდა: ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოებად ბაგრატიონებით სათავეში და სამცხის სამთავროდ ჯაყელების მეთაურობით.

ანექსია

უხეშად დაარღვია რა გეორგიევსკის 1783 წლის ხელშეკრულების პირობები, 1801 წელს ცარისტულმა რუსეთმა მოახდინა ქართლ-კახეთის სამეფოს ოკუპაცია და ანექსია. ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე იყო ერეკლე II-ის ძე გიორგი XII (1798-1800). ცხრა წლის შემდეგ, 1810 წელს რუსეთმა დაიპყრო და გააუქმა იმერეთის სამეფო. იმერეთის უკანასკნელი მეფე იყო სოლომონ II (1789-1810), რომელიც რუს ოკუპანტთა წინააღმდეგ თითქმის 10-წლიანი გმირული ბრძოლის შემდეგ გაიხიზნა ოსმალეთში, ტრაპიზონში, სადაც გარდაიცვალა 1815 წელს. როგორც ქართლ-კახეთის, ისე იმერეთის ბაგრატიონთა სამეფო ოჯახები რუსეთში გადაასახლეს. ასე დასრულდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მრავალსაუკუნოვანი და სახელოვანი ისტორია

ბაგრატიონთა ქორწინებრივი კავშირები

სხვა სამეფო დინასტიებთან ბაგრატიონთა დინასტიის ნათესაურ ურთიერთობებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ბაგრატიონებს სხვადასხვა დროს ქორწინებრივი კავშირები ჰქონდათ შირვანშაჰებთან (დღევანდელი აზერბაიჯანი), ბიზანტიის დუკებისა და კომნენოსების დინასტიებთან, ტრაპიზონის იმპერიის (ეს სახელმწიფო 1204 წელს შეიქმნა თამარ მეფის აქტიური მონაწილეობით) კომნენოსთა დინასტიასთან და ა.შ. ამჟამად ბაგრატიონთა სამეფო სახლს დევნილობაში ნათესაური კავშირები აქვს ესპანეთის ბურბონებთან, ჰოჰენცოლერნებთან, რომანოვების რუსულ საიმპერატორო სახლთან დევნილობაში და ა.შ.


წყარო: ka.wikipedia.org


0

გვერდი 1-დან 1


სწრაფი გამოხმაურება

  

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი