ჩვენი ფორუმი: ასკილი - ჩვენი ფორუმი

Jump to content

გვერდი 1-დან 1

ასკილი

#1 მომხმარებელი გასულია   sezani ხატულა

  • საპატიო წევრი
  • პიპპიპპიპ
  • View blog
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3125
  • შემოგვიერთდა: 30-August 10

დაწერილია 11 March 2011 - 07:03 PM Share

დადებული სურათი

დადებული სურათი

ასკილი

ასკილი, ველური ვარდი (Rosa), მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი, ზოგჯერ ხვიარა, ეკლიანი ბუჩქებია. აქვთ კენტფრთისებრი ფოთლები. ლამაზი და სურნელოვანი ყვავილები (ვარდისფერი, წითელი, თეთრი, იშვიათად ყვითელი) ცალად ან ქოლგისებრ-საგველა ყვავილედშია თავმოყრილი. ნაყოფი ერთთესლიანი კაკლუჭაა. მომწიფებისას ხორციანი ხდება და ღებულობს ნარინჯის, წითელ, ზოგჯერ შავ ფერსაც.
ასკილის ბუნებრივი არეალი ჩრდილოეთ ნახევარსფეროა. ცნობილია 400-მდე სახეობა, საქართველოში - 25, მათგან 5 ენდემურია. ასკილი იზრდება ტყის პირებზე, იშვიათად ქვეტყეში, ბუჩქნარებში, ქვიან და კლდოვან ფერდობებზე, სუბალპურ მდელოებზე და სხვა. ნაყოფი შეიცავს B2, P, K ვიტამინებს, A პროვიტამინს, დიდი რაოდენობით C ვიტამინს. ნედლი ნაყოფი - შაქარს, სახამებელს და აზოტოვან ნივთიერებებსაც. იჭმება ნედლი და დაკონსერვებული.
ნაყენს ხმარობენ ღვიძლის დაავადებისას. ფესვები მდიდარია მთრიმლავი და საღებავი ნივთიერებებით. ასკილს იყენებენ ბაღის ვარდის საძირედ, ცოცხალ ღობედ და დეკორატიულ მებაღეობაში. ასკილის ვარა ფორმებიდან ძველთაგანვე გამოყვანილია ბაღის ვარდის მრავალი ძვირფასი ჯიში. მაგ., ცნობილი ყაზანლიყური ვარდი (Rosa damascena), რომლის გვირგვინის ფურცლებისაგან სურნელოვან ვარდის ზეთს ხდიან, ჩაის ვარდი (Rosa chinensis), ხვიარა ვარდი (Rosa multiflora) და სხვა.
ხალხში უხსოვანი დროიდან გამოიყენება ასკილის ნაყოფები სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ და გამამაგრებელ საშუალებად, ასკილი გამოიყენება აგრეთვე როგორც ვიტამინური და ნაღველმდენი მცენარე, მისი ნაყოფებიდან ამზადებენ ექსტრაქტებს, პოლივიტამინურ ჩაის და ნაყენებს. ასკილი უნდა დაირგოს ზაფზულში. თორემ თუ ზამთარში დარგავთ ტყუილა გააფუჭებთ ნერგს. არ დარგათ ზამთარში არცერთი ნერგი.


წყარო: ka.wikipedia.org


0

გვერდი 1-დან 1


სწრაფი გამოხმაურება

  

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი