ჩვენი ფორუმი: საწებლები და სოუსები - ჩვენი ფორუმი

Jump to content

გვერდი 1-დან 1

საწებლები და სოუსები

#1 მომხმარებელი გასულია   sezani ხატულა

  • საპატიო წევრი
  • პიპპიპპიპ
  • View blog
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3129
  • შემოგვიერთდა: 30-August 10

დაწერილია 22 September 2010 - 01:06 PM Share

დადებული სურათი



ნაღების საწებელი (სოუსი)

მასალა:
ნაღები 100მლ.
თეთრი მშრალი ღვინო 50მლ.
გახეხილი ნიორი 0,05გრ.
ლიმონის წვენი 0,10მლ.
წითელი წიწაკა 0,003გრ.
მარილი 0,007გრ.
დაფნის თოფოლი 1 ცალი.
ყველა ამ პროდუქტს მოვათავსებთ რაც შეიძლება სქელი ფორმატის ტაფაზე (მაგალითად თუჯის) და ვადუღებთ შედედებამდე მხოლოდ ამის შემდეგ ჩავაგდებთ დაფნის ფოთოლს შიგნით, მასის სისქე შეგვიძლია ვარეგულიროთ დუღილით. ორაგულს უხდება ეს სოუსი ძალიან.



არაჟნის სოუსი

მასალა:
არაჟანი 200მლ.
მაიონეზი 0,80მლ.
კითრის მწნილი წვრილად დაჭრილი 0,20გრ.
მწვანე ხახვის ძირები წვრილად დაჭრილი 0,15გრ.
ცერეცო წვრილად დაჭრილი 0,20გრ.
გახეხილი ნიორი წყალში გაძრული 0,20მლ.
ეს ყველაფერი აურიოთ კარგად და სოუსიც მზად არის.



ჭარხლის საწებელი

მასალა:
ჭარხალი 500გრ.
ღვინის ძმარი 100გრ.
ხახვი 100გრ.
ერბო 30გრ.
ფქვილი 50გრ.
მარილი გემოვნებით.
ჭარხალი კანიანად შევწვათ, მერე გავაცალოთ კანი, დავჭრათ წვრილად. ქვაბში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მივაყაროთ ფქვილი და ერბოში მოვშუშოთ. მოშუშულ ხახვს მივუმატოთ დაჭრილი ჭარხალი, მარილი, ძმარი, დავასხათ წყალი და ვხრაკოთ. როცა მზად იქნება, მაგიდაზე მივიტანოთ ხორცთან ერთად.



ნიგვზის სოუსი

მასალა:
გატარებული ნიგოზი 100გრ.
მოხალული მჭადის ფქვილი 0,20გრ.
ნიორი 0,001.
ღვინო სურვილისამებრ 100მლ.
შავი წიწაკის თესლი დანაყილი 0,05გრ.
ქინძის ძირები დანაყილი 0,05გრ.
ზეითუნის ზეთი 0,10მლ.
მარილი, წიწაკა გემოვნებით.
ამ სოუსს ნიორი უნდა ძალიან ცოტა, კარგი იქნება თუ მოგვეპოვება ახალი ნიორის ამოსული პატარა მწვანე კვირტები ის თავისებურ ძალიან კარგ არომატს აძლევს სოუსს.



ქართული მწვადის საწებელი

მასალა:
ავიღოთ მიახლოებით 3 ლიტრი მასის მისაღები რაოდენობა.
ტომატი 1,00კგ.
წვრილად დაჭრილი თეთრი ხახვი 0,300გრ.
მწვანე ხახვი 0,100გრ.
ქინძი 0,80გრ.
გახეხილი და წყალში გაძრული ნიორი 0,35მლ.
ძმარი ესენცია აუცილებლად 0,10მლ.
თეთრი ძმარი 0,10მლ.
შავი წიწაკა 0,15გრ.
მარილი 0,30გრ.
გადადუღებული გაციებული წყალი 1,800-2,400მლ იმის მიხედვით თუ რა სისქე გვინდა მივიღოთ. ეს ყველაფერი მოვათავსოთ ერთ ჭურჭელში კარგად ავურიოთ, დავუცოთ თავი და რამოდენიმე დღით შეიძლება შევინახოთ მაცივარში.



ახალი (მწვანე) ტყემლის საწებელი

მასალა:
ტყემალი 1კგ.
ომბალო 2 კონა.
ქინძი, ცერეცო, კამა თითო პატარა კონა.
მარილი, წიწაკა გემოვნებით.
გადარჩეული და გარეცხილი ტყემალი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ფარავდეს, დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. შემდეგ გადავწუროთ და წვენი შევინახოთ ცალკე ჭურჭელში, ტყემალი გავხეხოთ საწურზე. ხორცსაკებში გავატაროთ ქინძი, ომბალო, კამა, ცერეცო, ნიორი. წიწაკა და მარილი დავნაყოთ ერთად. ყველაფერი შევურიოთ გახეხილ ტყემალს. თუ სქელი გამოვიდა, დავუმატოთ თავისივე წვენი.



ტყემლის საწებელი ნიგვზით

მასალა:
ტყემალი 1 ჩაის ჭიქა.
წყალი 1 ჩაის ჭიქა.
ნიგოზი ნახევარი ჩაის ჭიქა.
ნიორი 2 კბილი.
ქინძი 2 ძირი.
წიწაკა, მარილი გემოვნებით.
ტყემალს დავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და ვადუღოთ 10 წუთი, მერე გადავიტანოთ საწურზე და დავტოვოთ, სანამ სითხისგან არ დაიწრიტება. ტყემალი არ გავხეხოთ, იგი სხვა რამისთვის გამოვიყენოთ.
დანაყილ ნიგოზს, ნიორს, ქინძს, წიწაკას, მარილს დავასხათ ტყემლის წვენი სასურველ სისქემდე და კარგად ავურიოთ.



ქინძმარი

მასალა:
ქინძი 1 საშუალო კონა.
კამა 1 თავი პატარა კონა.
წყალი 1 ჩაის ჭიქა.
ნიორი 1 კბილი.
ძმარი 2-3 სუფრის კოვზი.
წიწაკა, მარილი გემოვნებით.
გავატაროთ ხორცსაკეპში ქინძი, კამა და ნიორი. გავხსნათ ეს ყველაფერი წყალში, დავუმატოთ ძმარი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.



აფხაზური აჯიკა

მასალა:
წითელი მწარე წიწაკა (მომჭკნარი და არა გამხმარი) 1კგ.
ნიორი 400-500გრ.
უცხო სუნელი 200გრ.
ხმელი ქინძი 150გრ.
ხმელი ქონდარი 50გრ.
1 ჩაის ჭიქა ნედლი ქინძის წვენი (დაბენდელებულიც გამოდგება).
ძმარი 1/2 ჭიქა.
მარილი გემოვნებით.
წიწაკა გავატაროთ ხორცსაკებში, დავუმატოთ გატარებული ნიორი და დანარჩენი იგრედიენტები. მარილი იმედია საჭირო, რომ ჩვეულებრივზე ცოტა მეტი იყოს, ანუ ოდნავ მომლაშო. თასზე გავაჩეროთ 24 საათი, თან ვურიოთ. შემდეგ ჩავტენოთ ქილებში. ამ მასალას შეგვიძლია დავუმატოთ გატარებული 200გრ ნიგოზი.



საწებლის რეცეპტი

ავიღოთ 1კგ ხახვი და დავჭრათ წვრილად, დავასხათ 400მლ ზეთი და მოვშუშოთ ხახვის კარგად დარბილებამდე (ოღონდ ხახვი არ დაიწვას), ამასობაში გავატაროთ (უკეთესია თუ ბლენდერში ავთქვიფავთ) 250გრ ნიგოზი (შეიძლება თხილიც), დავუმატოთ ამას ხმელი სუნელები (თითო სუფრის კოვზი უცხო სუნელი და ყვითელი ყვავილი და ქინძი), 200გრ ტომატ პასტა და 1/2 ლიტრი წყალი, დავასხათ 1/2 ჩაის ჭიქა ღვინის ძმარი და ერთად ცოტა წამოვადუღოთ. უგემრიელესია, განსაკუთრებით მეორე დღეს.



ნივრის და ქინძის საწებელი შემწვარი წიწილისათვის

ნიორი დარჩეული კბილები 1 ჭიქა. გატარებული ან დაფქვილი ნიგოზი (სურვილისამებრ, შეიძლება უნიგოზოდაც) 2-3 სუფრის კოვზი.
წვრილად დაჭრილი სურნელოვანი ქინძი, უკეთესია წვრილფოთოლა, სანამ თესლებს გაიკეთებს დაახლოებით ერთი ჯამი.
ნიორი დავნაყოთ ან დავჭყლიტოთ, მერე ნიგოზთან ერთად დავნაყოთ, რომ წებოვან და ცხიმიან მასად იქცეს, შემდეგ დავასხათ დაახლოებით 1 ჭიქა მდუღარე წყალი გასაფუებლად, ქათმის შენაწვავი ცხიმის ნარჩენი (თუ რასაკვირველია დარჩა რამე), დაჭრილი ქინძის ნახევარზე მეტი და 1 ჭიქა ანადუღარი წყალი. ეს მასა დავაბლენდეროთ, მოვაყაროთ მარილი და სისქე ვარეგულიროთ გემოვნებით ანადუღარი წყლით.
ამ საწებელს მოვასხამთ შემწვარ წიწილას.



ისრიმ-მაყვლის საწებელი

მასალა:
მკვახე ყურძენი 300გრ.
მაყვალი 500გრ.
ქინძი 3-4 ძირი.
კამა 1 ძირი.
ნიორი 1-2 კბილი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მაყვალი ხის კოვზით დავჭყლიტოთ და წვენი გამოვაცალოთ, ასევე ვუქნათ ნახევრად მწიფე ყურძენსაც. წვენები ერთმანეთს ავურიოთ და შემდეგ ქვიჯაში დანაყილი ღვინო, კამა, ნიორი, წიწაკა და მარილი შევურიოთ და მზადაა.
არსებობს მეორე, ალბათ უფრო რაჭულ-ლეჩხუმური ვარიანტი.
მასალა:
მაყვლის წვენი 3/4 ჭიქა.
მკვახე ყურძნის წვენი 1/4 ჭიქა.
ნიგოზი 1/2 ჭიქა.
ქინძი ორი ძირი, ნიორი 1-2 კბილი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
წვენები შევურიოთ ერთმანეთს და დავამატოთ 1/2 გაციებული ანადუღარი წყალი. მერე ქვიჯაში დავნაყოთ სხვა კომპონენტები და გადავურიოთ. თუ ხორცთან ან ფრინველთან გვინდა, შეგვიძლია ძალიან ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი დავუმატოთ.



ვაშლის აჯიკა

მასალა:
პომიდორი 2კგ.
ვაშლი 1კგ.
სტაფილო 1კგ.
ხახვი 1კგ.
ნიორი 300გრ.
ზეთი 400გრ.
მარილი გემოვნებით.
ინგრედიენტებს გავატარებთ ხორცაკებში, დავუმატებთ ზეთს და მარილს, დავდგამთ ცეცხლზე, 35 წუთი უნდა იდუღოს და ჩავასხათ ქილებში და სტერილიზაციას გავუკეთებთ და მოვხუფავთ. ვაშლი არ უნდა იყოს ძალიან ტკბილი.



კომშის (სოუსი)

კომში 2კგ ვხარშოთ კურკიანად. მერე გავხეხოთ წმინდა დუშლანგზე. დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ყვითელი ყვავილი, 1 სუფრის კოვზი ქინძი, 0,5 ჩაის კოვზი უცხო სუნელი, წიწაკა, მარილი და ნიორი, ვანილი, სულ ცოტა დარიჩინი (სურვილისამებრ), ბოლოს დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი თაფლი, რადგან კომში ტყემალივით მჟავე არ იყოს, ესეც სურვილისამებრ.



საწებელი ხარდალით (ხრენით) მოხარშული ხორცისათვის

მასალა:
1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი.
2 სუფრის კოვზი ერბო.
2 სუფრის კოვზი ძმარი.
2 სუფრის კოვზი დაფხეკილი ხარდალი.
1/2 ჩაის კოვზი არაჟანი.
1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი ზერელედ მოვშუშოთ იმავე რაოდენობის ერბოში, გავხსენათ 1 ჩაის ჭიქა ბულიონში, მივუმატოთ არაჟანი და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ 10-15 წუთი.
ცალკე პატარა ქვაბში ჩავყაროთ 2 სუფრის კოვზი დაფხეკილი ხარდალი დავასხათ ზედ 1 სუფრის კოვზი ძმარი და იმავე რაოდენობის წყალი ან ბულიონი, მივუმატოთ დაფნის ფოთოლი, 5-8 მარცვალი შავი პილპილი და დავდგათ ცეცხლზე, რათა სითხე აორთქლდეს. მოხარშული ხარდალი ჩავუმატოთ წინასწარ გამზადებულ საწებელში, წამოვადუღოთ, მერე გადმოვდგათ ცეცხლიდან, ავურიოთ შიგ მარილი და კარაქი.


0

გვერდი 1-დან 1


სწრაფი გამოხმაურება

  

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი