
სოკოს მოყვანა
გაგაცნობთ კალმახა სოკოს მოყვანის ექსტენსიურ მეთოდს. ასეთი მეთოდით სოკოს მოყვანა შესაძლებელია საკმაოდ მარტივად, იაფად, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში. სოკო ითესება ფოთლოვანი ხეების მორებზე. მორებს ხერხავენ 30-40 სანტიმეტრის მონაჭრებათ. მორების სისქე არ უნდა იყოს 15-17 სანტიმეტრზე ნაკლები. სოკოს თესავენ ახლად მოჭრილ ხეზე, ან დათესვის წინ მორების მონაჭერებს 24-48 საათის განმავლობაში წყლით ასველებენ (იმ შემთხვევაში თუ ხე ახალი მოჭრილი არ არის). შემდეგ მათ ათავსებენ სარდაფში ან რაიმე დახურულ სათავსში. ძირში გაუფენენ ნახერხს და ერთმანეთზე დაალაგებენ მორის მონაჭერებს რომლებზეც წინასწარ არის დატანილი 1-2 სანტიმეტრი სისქის სოკოს მიცელიუმი. ზედა ფენას აყრიან ნახერხს, რომ არ გამოშრეს. უკეთესი იქნება თუ ჰაერს დავატენიანებთ (მაგ: დავასხათ წყალი იატაკზე). ორი ორნახევარი თვის შემდეგ გამოიტანენ გარეთ და ჩაფლავენ მიწაში 15-20 სმ სიღრმეზე, ერთმანეთისგან, მინიმუმ, 30-35 სანტიმეტრის მოშორებით. ყველაზე დიდ მოსავალს მეორე და მესამე წელს იძლევა. ერთი მორის გადანაჭერიდან შესაძლებელია, საშუალოდ, 10-12 კილოგრამი სოკოს მიღება.



გამოხმაურების დამატება




ციტირება