ჩვენი ფორუმი: იაპონელთა დღესასწაულები - ჩვენი ფორუმი

Jump to content

გვერდი 1-დან 1

იაპონელთა დღესასწაულები

#1 მომხმარებელი გასულია   sezani ხატულა

  • საპატიო წევრი
  • პიპპიპპიპ
  • View blog
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3125
  • შემოგვიერთდა: 30-August 10

დაწერილია 23 February 2011 - 12:59 PM Share

დადებული სურათი
იაპონელთა დღესასწაულები

-ახალი წელი:
იაპონელი ახალ წელს აღიქვამს კეძიმეს,ანუ იმ ფსიქოლოგიური ზღვრის სახით,რომელიც ცხოვრებას ორ პერიოდად ყოფს-ძველი-უკვე გავლილი და ახალი-რომელიც ეს-ეს არის იბადება.ახალი წლისთვის ყველა ძველი პრობლემა,ჩვეულებრივ უკვე გადაჭრილად ითვლება,ხოლო ახალზე ცდილობენ არ იფიქრონ.გამოდის,რომ ადამიანებს საქმე არა აქვთ,არსად ეჩქარებათ:სკოლები და დაწესებულებები წყვეტენ საქმიანობას,მაღაზიები იკეტება.დგება დროის ყველაზე უშფოთველი პერიოდი.
ყველა სახლი და ბინა ლაგდება,შესასვლელ კართან აწყობენ კადო-მაცუს (სამი ბამბუკის ჯოხის ჭიშკარი,მორთული ფიჭვის რტოებით),ჭიშკარზე კიდებენ სიმენავას-ქაღალდის ზოლებჩაწნულ ჩალის თოკს.სახლში ხის სადგარზე ალაგებენ ბრინჯის კვერებს,მოლუსკებს,ზღვის წყალმცენარეებს,გამხმარ სარდინებს და იაპონურ ქლიავს.ყოველ ოთახში 30 დეკემბრამდე კიდებენ ჩალის მოსართავებს,რომელთაც 7 იანვრამდე ხელს არ ახლებენ.ამ დღეებში იაპონელები სტუმრად დადიან ერთმანეთთან.პიველ სამ დღეს ყველა სახლში ტკბილ საკეს სვამე,მიირთმევენ ბრინჯის სუპს ბოსტნეულით და ღმერთს ჯანმრთელობას შესთხოვენ.სახლის შესასვლელთან იდგმება ლანგარები სავიზიტო ბარათებისთვის,რაზედაც მეზობლები,ნაცნობები და მეგობრები წერენ დაახლოებით ასეთ მილოცვას:”გმადლობთ ამ წელს ჩემს მიმართ კეთილი დამოკიდებულებისათვის,ვიმედოვნებ თქვენს შემწეობას ახალ წელსაც.”
ფართოდაა გავრცელებული სხვადასხვა ზეპირი მილოცვაც.საახალწლო ვიზიტზე ჩვეულებრივ მიდიან უფროსებთან ან ნათესავებთან,ხშირად თან მიაქვთ საჩუქარი,რომელსაც ოტოსიდამა ეწოდება.
დადებული სურათი
ორი იანვარი იაპონელებისთვის ნიშნავს ჩვეულებრივი ცხოვრების დასაწყისს ახალ წელიწადში.ამ დღეს ყველაფერი პირველად კეთდება.დალაგება,მუშაობა,გართობა.ახალი წლის პირველ სიზმარს ჰაცუიუმე ქვია.ღამით,როგორც ძველად,ბევრი იაპონელი ბალიშქვეშ იდებს ნახატს,რომელზეც გამოსახულია ძვირფასეულობით დატვირთული ნავი.ამბობენ,ამას ბედნიერება მოაქვსო.მეშვიდე დღეს,დილით მიირთმევენ შვიდნაირი ბალახითა და ბოსტნეულით შეზავებულ ბრინჯის ფაფას.ძველად იაპონიაში სჯეროდათ,რომ ამით ბოროტ სულებს განდევნიდნენ.ახლა შეიძლება ნებისმიერი ბოსტნეულის ხმარება,ძველად კი მხოლოდ ოხრახუშს(სერი),ჟუნჟრუკოს(ჰაკობე),წიწმატურას(ნაძუნა),ჭინჭარს(ჰოტოკენოძა) და ბერულას(ჰაჰაკოგუსა) ხმარობდნენ.
იანვრის განმავლობაში იაპონიაში კიდევ ზოგიერთ დღეს აღნიშნავენ და მასში მონაწილეობენ დიდებიც და პატარებიც.მაგ:11 იანვარს დილით იაპონელები მიირთმევენ ბრინჯის კვერებს-კაგამიმოტის(ტაძარში მისატანი ძღვენი).ეს კვერები საოჯახო საკურთხეველზე ლაგდება ახალი წლის წინა დღეს და მოსართავად გამოიყენება.15 იანვარს მიირთმევენ წითელი ლობიოს ფაფას-აძუკიგაიუ.ითვლება,რომ ეს მათ იცავს ბოროტი სულებისაგან.
რიტუალური დღეები თებერვალშიც არის.მოსავლიანობის ღმერთის ტაძარში აღინიშნება ცხენის ზეიმი.ამ დროს ჩვეულებრივ ემზადებიან საგაზაფხულო სამუშაოსთვის და ამიტომ მიაჩნიათ,რომ ცხენის განდიდება კარგი მოსავლის საწინდარია.
დადებული სურათი
3 ან 4 თებერვალს უხდებათ “ზამთრიდან გაზაფხულზე გადასვლა”.იმ ღამეს ყველა სახლში ანდა ტაძარში ტარდება ბოროტი სულების განდევნის ცერემონიალი.მას თან ახლავს ცერცვის გაფანტვა.ამ ცერემონიის დროს შესძახებენ ხოლმე რიტუალურ ფრაზას:”სახლში ბედნიერება,ბოროტი სული გარეთ”.სიტყვებზე “სახლში ბედნიერება”ცერცვს ყრიან სახლში კარებიდან,ხოლო სიტყვებზე “ბოროტი სული გარეთ”-კარიდან გარეთ აბნევენ მარცვლებს.ამბობენ:თუ აკრეფ და შეჭამ ცერცვის იმდენ მარცვალს,რამდენი წელიც გაქვს განვლილი,აუცილებლად გეწვევა ბედნიერება.

3 მარტს იაპონელები აღნიშნავენ თოჯინების ზეიმს.კერ კიდევ იანვარში ტოკონომაში(სამწუხაროდ ამ სიტყვის განმარტება ვერ ვნახე : ( ) დგამენ ხუთსართულიან სადგამს-წითელი გადასაფარებლით დაფარულს.თითოეულ იარუსზე აწყობენ მინიატურულ ფიგურებს.ძველად ყველაზე ზედა საფეხურზე იმპერატორისა და დედოფლის ფიგურები იდგმებოდა.სადგამის მარჯვნივ იყო ფორთოხლის ხე,მარცხნივ კი ალუბლისა.ქვემოთ ხურების ფიგურები.აქვე დგამდნენ სათამაშო ავეჯს დამინიატურულ საოჯახო ნივთებს.სადგამის გვერდზე ათავსებენ საკეს,ბრინჯის კვერებს,ნაირფერ გამხმარ მუხუდოს,ტკბილეულს და ყვავილებს.დღეს სადგამზე ალაგებენ იმ თოჯინებს,რომლებიც სახლში აქვთ.ამ დღესასწაულზე ყველაფრის ბატონ-პატრონები გოგონები არიან.(არა რა ამ დღეს უნდა წავიდე იაპონიაში.
დადებული სურათი
გაზაფხულის ბუნიობის დროს,რომელიც იაპონიაში 18-19 მარტს იწყება და 24-25 მარტამდე გრძელდება,ყველა ტაძარშივგანსაკუთრებული ცერემონიები ტარდება.მათ ბუდისტური საფუძველი აქვს.ამ დღეებში ხალხი მიდის წინაპართა საფლავებზე პატივის მისაგებად.კვირის შუა დღეს,როცა დღისა და ღამის ხანგრძლივობა თანაბრდება,იმპერატორის სასახლეში ეწყობა ზეიმი.ოჯახებში სუფრაზე მიაქვთ ოჰაგი(მოხარშული ბრინჯის გუნდა,დაფარული სოიის ტკბილი პასტით) და ჰომოკუძუსი(ძმრით შეზავებული საწებელი).
8 აპრილს იაპონელები ბუდას დაბადების დღეს დღესასწაულობენ. ამ დღეს ტაძარში დგამენ ტაძრის მინიატურულ მოდელს,რომლის შიგნითაც მოთავსებულია გაუტამას მინიატურილივე ფიგურა.ყველფერ ამას ყვავილებით რთვანე.მომსვლელნი გაუტამას თავზე ასხამენ ტკბილ ჩაის,ცოტაოდენი ჩაი კი სახლებში მიაქვთ.

მაისი იაპონიაში ასოცირდება ბიჭუნების ზეიმთან.მეხუთე თვის მეხუთე დღეს სახლთან,სადაც ბიჭუნა ცხოვრობს,ლატანზე კიდებენ გასაბერ კობრს.იაპონური ლეგენდის თანახმად,კობრი გამოირჩევა განსაკუთრებული ხასიათითა და ძალით.მას შეუძლია ძლიერი დინების წინააღმდეგ იცუროს და ჩანჩქერებიც კი გადალახოს.ბიჭუნები ხომ ძლიერნი,მარჯვენი და ამტანნი უნდა იყვნენ.ამავე ანალოგიით სახლში განსაკუთრებულ საყრდენებზე ალაგებენ მუზარადებითა და ჯავშნით აღჭურვილ მეომრებს.თოჯინებს გვერდზე ულაგებენ კასივა-მოტის (მუხის ფოთოლში გახვეული ბრინჯის კვერები ლობიოს სატენით) დატიმაკის(ბრინჯის გუნდა-ბამბუკის ფოთოლში გახვეული).ამ დღეს იღებენ აბაზანას,რომელშიც ზამბახ სიობუს ყვავილებია.სიობუ იაპონიაში მებრძოლი სულის სიმბოლოა.

ზაფხულში ზღვის პლაჟის თითოეული მეტრი ხალხით ივსება.ამ დღეს აღნიშნავენ ტანაბატას(მქსოველების დღეს).მთვარის კალენდრის მიხედვით,მეშვიდე დღის მესვიდე თვის მეშვიდე დღეს მთელ იაპონიაში იმართება მორთულ-მოკაზმული მსვლელობები.იაპონელები იცვამენ მსუბუქ კიმონოს და მოაქვთ მათრახები,რომლებშიც ქაღალდის ზოლებია ჩაწნული.ამ ქაღალდებზე სხვადასხვა სურვილები იწერება.სოფელში ამ დღEს ქაღალდის ზოლებს ჰკიდებენ სახლის კარებსა და ლავგარდანზე.მათ მეორე დილით ხსნიან და მდინარეში ან ზღვაში ყრიან.
დადებული სურათი
ივლისის შუა რიცხვებში იაპონიაში ტარდება ბონის ზეიმი,რომელიც მიცვალებულთა ხსოვნის დღეა.მთვარის კალენდრით 13 ივლისის ღამეს სახლებში ანთებენ ცეცხლს წინაპართა სულების მოსაწვევად.შემდეგ ორ დღეს ბუდისტურ საკურთხეველზე აწყობენ ახალ ბოსტნეულს და ხილს,გამოკიდებენ ფარანს.16 ივლისს ღამით ისევ ანთებენ ცეცხლს,რათა უკანა გზაზე გააცილონ წინაპართა სულები.

სექტემბერში იმართება მთვარის ავსების ზეიმი.ამ დროს მთვარის შუქზე ლანგარზე ლამაზად ალაგებენ მოხარშულ კარტოფილს,ცომში გამომცხვარ ვაშლებს,საშემოდგომო საკვებ ბალახებს.ასეთივე დღესასწაული იმართება 13 ოქტომბერსაც.ითვლება რომ,თუ ადამიანი მონაწილობს სავსი მთვარის ზეიმში სექტემბერში,უსათუოდ ოქტომბერშიც უნდა იდღესასწაულოს.თორემ მასზე იტყვიან:”საქმეს სანახევროდ აკეთებსო”.

15 ნოემბერს იხდიან დღესასწაულს სიტი-გოსან.3-5 წლის ბიჭუნებს და 3-7 წლის გოგონებს აცმევენ საუკეთესო ტანსაცმელს და მიჰყავთ ტაძრებში,სადაც სამადლობელ ლოცვებს წარმოთქვავენ.ბავშვებისათვის ყიდულობენ პარკებით შაქარყინულს,რომლებსაც ისინი მეგობრებსა და ნათესავებს ურიგებენ.

დეკემბერში იაპონელები ერთმანეთს უხვად უძღვნიან საჩუქრებს(ო-სეიბო ებს) და ამით ზამთრის დადგომას აღნიშნავენ.
დადებული სურათი


წყარო: ucnauri.com


0

გვერდი 1-დან 1


სწრაფი გამოხმაურება

  

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი